კურსკში დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთს შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს – მედია

პუტინისთვის კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა ვაგნერელების აჯანყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა – ამის შესახებ The Washington Post-ი კურსკში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ კიდევ ერთ სტატიაში საუბრობს.
სტატიაში წერია, რომ კურსკის ოლქში ს წარმატება მორალურს უზრდის უკრაინულ ჯარსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს რუსულ ხელისუფლებასა და სამხედროებს.
გამოცემა ვარაუდობს, რომ კურსკის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ერთი წელი დასჭირდება.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით WP წერს, რომ მ ამ დროისთვის 20-მდე დასახლებული პუნქტი დაიკავა და კურსკის ატომური ელექტრო სადგურს უახლოვდება.
The Washington Post-ის თანახმად, უკრაინულ სამხედრო შენაერთებს დაკავებულ პოზიციებზე გამაგრებისთვის საკმარისო დრო, ხოლო ხელისუფლებას რუსეთთან სამომავლო მოლაპარაკებებში ბერკეტი მიეცემათ.
წყარო: ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ