რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
იგი „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზეა აგებული.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები. ხელფასებსაც იღებენ დღევანდელი ლიდერები რადიკალური ოპოზიციდან, პირდაპირ რუსეთიდან და რუსული ორგანიზაციებიდან. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ადამიანი, ვინც ოჯახთან ერთად, წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და ბუნებრივია, სახლი ჰქონდა და იმის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საკუთარ სახლში ეცხოვრა. ახლა არჩევნების წინ, მათ აქედან გამოაცხვეს რაღაც უნიათო სენსაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით