lenta.ru: კადიროვს ნობელის პრემია მიენიჭა

რამზან კადიროვს რუსული,  ლუდვიგ ნობელის პრემია მიენიჭა. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.

კადიროვი დაჯილდოვდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (SVO) ჩატარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, სამხედროების მხარდაჭერისთვის, ასევე მისი სამოქალაქო პოზიციისთვის, ეთნიკური და რელიგიათა შორის ჰარმონიის განმტკიცებისთვის – ნათქვამია განცხადებაში.

ჯილდო კადიროვს ს ფედერაციის მხატვრული ტანვარჯიშის პრეზიდენტმა, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმა ირინა ვინერმა გადასცა.

2022 წლის დეკემბერში კადიროვმა განაცხადა, რომ მან ალექსანდრე ნეველის ორდენი პირადად რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო. რამზან კადიროვის თქმით,  ასეთი ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავისი მიწა-წყალი ისე, რომ თმის ერთი ღერი არავის ჩამოვარდნია – მარტო გახარია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არ მიუღია, ჩართული იყო ყველა უწყება, ასევე, ევრომონიტორები