მხატვარმა გია ბუღაძემ „რეაქციაში“ ქართულ ოცნებაზე და მის თავმჯდომარეზე საუბრისას, განაცხადა:
გვაქვს კლეპტოკრატია და ცუდების მმართველობა, საზიზღრების მმართველობა. უსინდისობა, უკანონობა. ქალებს როგორ ექცევიან პარლამენტში, როგორ ირჯებიან ქალებთან მიმართებაში და მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. იქ რომ ჩანს, როგორც არის, ჩათვალეთ რომ ეს არის ინსპირაცია, პირამიდა დგას – პირამიდის სათავეში ხდება ის, რაც პარლამენტშია და ეს აირეკლება ქვედა სფეროებში და პირდაპირი გაგებით კლავენ, ფატრავენ და რეალურად, თუ მათიანი ხარ, რა თქმა უნდა, შენ დაცული იქნები.
კაბუს ადვოკატმა პირდაპირ თქვა, რომ თურმე მისი გათავისუფლების არგუმენტი იყო ის, რომ ის საახალწლო კონცერტებში იღებს მონაწილეობას – კარგი გემრიელად ბიუჯეტიდან ფულსაც აიღებს, მთელი მექანიზმია ჩართული.
ეს ის ხალხია და ის მმართველობაა, რომლის მთავარი იდეოლოგი ცხოვრებაში არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან, რომელიც თურმე ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე კოტრიალებს და რუჯს იღებს. უზნეობა იწყება აქედან და უზნეობის სათავეში არიან კონკრეტული პიროვნებები.
იდეალი ამათ არ აქვთ, იდეალები როგორ შეიძლება ჰქონდეთ ქოცებს, ამათ ერთადერთი სურვილი აქვთ, გამდიდრდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ დიდხანს იმიტომ, რომ დიდი ფული აკეთონ, იმიტომ, რომ ძალაუფლება და ფული ეს ერთი და იგივეა. ესენი მდიდრები კი არა, ფულიანები არიან, მდიდარი ადამიანი სულიერად მდიდარს ნიშნავს, ესენი არიან უბრალოდ ფულის მკეთებელი ყაჩაღები, რომლებიც ჩვენ გვძარცავენ, გვძარცვავენ არა მარტო მატერიალურად, არამედ ზნეობრივადაც, ყრვნიან ახალგაზრდებს.”