„ქართული ოცნება“: ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია

„ქართული ოცნება“ სიცრუეს უწოდებს ს ოჯახის შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოსკოვში ქონების შეძენის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას. პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილის 1998 წლის შემდეგ რუსეთში ქონება არ შეუძენია.
„არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა…
დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა“, – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ დაუმალავს, რომ მისი ცოლი ეკატერინე ხვედელიძე ს დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს:
„იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე“.
დღეს, 9 აგვისტოს გამოქვეყნდა „აი, ფაქტის“, OCCRP-ს, iStories-ის (რუსეთი), GMC-ს, „სტუდია მონიტორისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება. მასალაში ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის ამ ქონების ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა.
ჟურნალისტებმა სცადეს ინფორმაციის „ქართულ ოცნებაში“ გადამოწმება, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა