იმ შეთანხმებულმა ბოროტმა ქმედებებმა, რაც ბაობაბის ხეების პარკში გადმორგვას უკავშირდებოდა, შედეგი გამოიღო, რვავე ხე გახმა – ასეთი უსამშობლოები, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილები არიან ეს ადამიანები

იმ შეთანხმებულმა ბოროტმა ქმედებებმა, რაც ბაობაბის ხეების პარკში გადმორგვას უკავშირდებოდა, შედეგი გამოიღო, რვავე ხე გახმა – ასეთი უსამშობლოები, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილები არიან ეს ადამიანები
გაუგონარი სიბოროტეა, რასაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი ოპოზიცია და პრეზიდენტი კადრულობს ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს მათი შვილების და შვილიშვილებისთვისაც არ აჩუქა ივანიშვილმა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციის და არასამთავრობოების ცრუ ბრალდებების გამო ბაობაბის ხეების ტრანსპორტირების გაჭიანურების შედეგად, უნიკალური მცენარეების გახმობასთან დაკავშირებით შეკვეთილის დენდროპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ექსპერტის თქმით, ოპოზიციის ეს ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის მთავარია ძალაუფლება და ფული.
“გაუგონარი სიბოროტეა, რასაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი ოპოზიცია და პრეზიდენტი კადრულობს ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს მათი შვილების და შვილიშვილებისთვისაც არ აჩუქა ივანიშვილმა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას.
იმ შეთანხმებულმა ბოროტმა ქმედებებმა, რაც ბაობაბის ხეების პარკში გადმორგვას უკავშირდებოდა, შედეგი გამოიღო, რვავე ხე გახმა, ადრე ჩამოტანილი ხეებისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, ორი წელი სატრანსპორტოდ გამზადებული ხეები უცხო გარემოში ელოდნენ გადარგვას. აწრილებული ჰყავდათ აქაურ მანქურთებს კენიის მთავრობა, ხან რა გზავნილებს უგზავნიდნენ და ხან რას.
აი ასეთი უჯიშო, უსამშობლოები, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილები არიან ეს ადამიანები, საკუთარი ოჯახის წევრებიც არაფერს წარმოადგენენ მათთვის, მთავარია ძალაუფლება და ფული. ქართველი ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ამიტომ არის, რომ 13 წელია და მისი გუნდი ყველა არჩევნებს იგებს, ასე იქნება ახლაც.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი