განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა – რას შიშობენ რუსები? – უკრაინული შეტევის ახალი დეტალები

უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე [12:00 საათის შეჯამება | 09.08.2024]:
– წუხელ ღამით უკრაინულმა არტილერიამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსული სამხედრო კოლონა კურსკის ოლქის რაიონული ცენტრის, რილსკის სიახლოვეს. განადგურებული კოლონა ძირითადად ცოცხალი ძალისაგან შედგებოდა. სავარაუდოდ გამოყენებული იყო კასეტური ბომბები, რომელიც საფანტივით იშლება და მასობრივ მსხვერპლს იწვევს. ასეთი მასშტაბის განადგურება 2022 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ აღარ ყოფილა. – უკრაინელებმა მასირებული იერიში მიიტანეს ს ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე. დაბომბვაში მონაწილეობდნენ დრონები. შედეგად, განადგურებულია იარაღის საწყობი და სამი მრავალფუნქციური ბომბდამშენი. დაბომბვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და გამთენიას დასრულდა. – კურსკის ოლქიდან უკრაინელთა მხრიდან საინფორმაციო ვაკუუმი გრძელდება. რუსებიც ბუნდოვან ინფორმაციას იძლევიან, თუმცა ჩივიან, რომ უკრაინულმა დივერსიულმა დაჯგუფებებმა და მოწინავე არდმა თითქმის ლგოვამდეც კი მიაღწია. ეს არაა არმიის მთავარი ნაწილი, ესაა ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც საბრძოლო დაზვერვას შეიძლება ეწეოდნენ. მეტიც, რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი ცოცხალი ძალა ჰყავთ საზღვართან მობილიზებული, ვიდრე უშუალოდ კურსკის ტერიტორიაზეო. რუსები შიშობენ რომ ან უკრაინული ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ ჩართულან შეტევაში ან სხვა მიმართულებით გახსნიან ახალ ფრონტს. ამასთან, უკრაინელები დაკავებულ ტერიტორიებზე რუს მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან. – რუსებმა დონეცკის ოლქიდან დაიწყეს ძალების გამოყვანა და კურსკის ოლქისაკენ მათი გადასროლა. ამ ფონზე უკრაინელებმა ლოკალურად ინიციატივა დაიბრუნეს დონეცკის ოლქის ზოგიერთ მიმართულებაზე. როგორც მინიმუმ, დონეცკის ოლქში უკრაინელებზე აქტიური დაწოლა შემსუბუქებულია. – მთელი ღამე იბომბებოდა რუსეთის სამი ოლქი: ბრიანსკი, ვორონეჟი და ბელგოროდი. რაც კი მცირე რაოდენობით იარაღის საწყობი თუ ინდუსტრიული ცენტრებია, უკრაინელები აქტიურად ახორციელებენ მათ დაბომბვას.
– უკრაინელები აგრძელებენ ტყვეების მოპოვებას. როგორც რუსები ამბობენ ასობით რუსი ტყვე გადაიყვანეს უკრაინელებმა უკრაინის საზღვრის მიღმა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წვევამდელია.