რეპერი, რომელიც მაჰსა ამინის საპროტესტო აქციებზე სიმღერებს წერდა, ირანში უკვე მეორედ დააკავეს

რეპერი, რომელიც მაჰსა ამინის საპროტესტო აქციებზე სიმღერებს წერდა, ირანში უკვე მეორედ დააკავეს. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. რეპერი მანამდე ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერისთვის იყო დაკავებული, თვის დასაწყისში ის გირაოთი გაათავისუფლეს.
“სალეჰი დააკავეს ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებისა და საზოგადოების შეშფოთების გამო, მას შემდეგ რაც გაათავისუფლეს ირანის უზენაესი სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მისი საქმის გადახედვის შემდეგ”- ამბობენ სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტოში.
სალეჰს, რომელიც წერდა სიმღერებს მაჰსა ამინის საპროტესტო აქციებზე, თავდაპირველად მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მრავალი ბრალდებით, მათ შორის კორუფციის, რომელიც შემდეგ ირანის უზენაესმა სასამართლომ უარყო.
სოციალურ პლატფორმა X-ზე დაყრდნობით, 33 წლის რეპერმა ციხეში ერთი წელი და 21 დღე გაატარა, მათ შორის 252 დღე სამარტოო საკანში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
ცნობისთვის, 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც “მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მისმა გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა.