ლევან ბეჟაშვილი – ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა და სრულიად მიტოვებულია – ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ს განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ლუგარის ლაბორატორიას -ის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა და სრულიად მიტოვებულია.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ყველას კარგად ახსოვს, რომ ს ფედერაცია იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორს ავრცელებდა“.
„ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, კოვიდის პანდემიის დროს ამ დაწესებულებამ, რა როლი შეასრულა ჯანდაცვის მიმართულებით. ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაფინანსებას წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება, რუსული ნარატივი ყველას კარგად ახსოვს, თუ ვინ იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორებს ავრცელებდა ლუგართან დაკავშირებით. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს ინსტიტუტი მიტოვებულია, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი შეიცვლება და საქართველო თავის განვითარების გზას დაუბრუნდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.