პუტინის თქმით, ისინი, ვისაც კურსკის დატოვება მოუწიათ, 10 000 რუბლს მიიღებენ

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებსაც კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების გამო სახლების დატოვება მოუწიათ, დახმარების სახით 10 000 რუბლს (300 ლარი) მიიღებენ. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა და კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა დღეს, ვიდეო-კონფერენციისას ისაუბრეს.

პუტინის თქმით, დახმარება “ერთჯერადი ხასიათის” იქნება და ის იმ პირებს გადაეცემათ, “ვისაც ეს სჭირდებათ”.

“გარდა ამისა, საჭირო იქნება სხვა ტიპის ზიანის შეფასებაც” – თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს. 7 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

ასევე, გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე.

პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის დაკავებას “პროვოკაცია” უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და კრემლის პროპაგანდისტმა, მ კი საერთაშორისო თანამეგობრობას “ს რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცედ დაგმობისკენ მოუწოდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა