თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი სთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა – მეუფე ანდრიამ აღავლინა.
„დღეს, ჩვენ, გორში ვიხსენებთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს მოვლენებს, რაც 16 წლის წინ ს ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით განხორციელებულ ჩვენი განუყოფელი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასთან ერთად, უკავშირდება ადამიანური ტრაგედიების და უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილს. ჩვენ მუდამ მოვიხრით ქედს ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირების წინაშე, ვინც თავი შესწირა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას. მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგო მათ ხსოვნას და გულწრფელად გამოვუცხადო სამძიმარი ამ გმირების აღმზრდელ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების სრული უგულვებელყოფით დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში უკანონო ოკუპაცია, რომელთანაც და მის თანმდევ უმძიმეს შედეგებთან გამკლავება, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რომლის დაძლევას ჩვენ განვიხილავთ, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიანი გზით, ერთიანი სამთავრობო მიდგომით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მე მტკიცედ მჯერა, რომ ამ თანმიმდევრული პოლიტიკით, მშვიდობის განმტკიცებით, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლითა და განვითარებით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – საოკუპაციო ხაზების უპირობო რღვევას და ომით დაშორებული ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღდგენას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს