ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიმდინარეობს – შამბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირის პორტში ს საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება.
“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, აქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, – განაცხადა სერგეი შამბამ.
გარდა ამისა, შამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში [დე ფაქტო] უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
“განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე”, – ამბობს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი შამბამ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ “საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად დესტრუქციულია”.
“რაც შეეხება საქართველოს არჩევნებს, ვხედავთ, როგორ გამოიყენება ს თემა ჩვენი მეზობლების შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოსადმი მიმართვებსა და მის რეაქციას “მეორე ფრონტის” გახსნის მოწოდებებზე. ჩვენ არასოდეს ვამცირებთ დაცვას. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განაცხადა სერგეი შამბამ პრორუსულ მედიასთან.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. აქამდე იგი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
შამბას დანიშვნის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში განაცხადეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“.
შამბა დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997-2010 წლებშიც ხელმძღვანელობდა. წარსულში იგი ამბობდა, რომ „ქართველებს მტრად არ მიიჩნევს“ და საქართველოსთან დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა.
შამბამდე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.