გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.
,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა, მათ შორის გურიის რეგიონიდან ამ უთანასწორო ომს 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს.
ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე, მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს სა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, ს ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით