გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს წევრებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 2008 წელს, მებრძოლებმა ქვეყნის თავისუფლებას თავი გმირულად შესწირეს.
„დღეს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით 16 წლის წინ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელი ხსოვნის წინაშე. აგვისტოს ტრაგიკული დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს ომის დამანგრეველ შედეგებს და იმ ფაქტს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია ს მიერ. ჩვენი გმირების თავგანწირვა სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და გვმატებს რწმენას, რომ ქართველი ხალხი არასდროს დათმობს ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის