21 სექტემბერს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების და მილანის ლეგენდების შემადგენლობის სრული სია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის მარტში ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს “ლეგენდების ნაკრები” მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდს, მილანის “ინტერის” ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდნენ, მატჩი საქართველოს ნაკრების მარცხით 0:2 დასრულდა.