პაკისტანში ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს

პაკისტანში ახალგაზრდა გოგო ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკლეს. გამოცემა Aljazeera წერს, რომ აღნიშნულის გამო ს ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის პოლიციამ მოკლული გოგოს მამა დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ, თავის თინეიჯერ შვილს მას შემდეგ ესროლა, რაც ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებში ნახა, რომ გოგოსთვის ბიჭს ჰქონდა ხელი გადახვეული.
ცნობილი ხდება, რომ მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობისთვის დაკავებულები არიან კაცის ძმა და ორი ბიძაშვილი.
პოლიციას ინციდენტის შესახებ 24 ნოემბერს აცნობეს – გოგონას ცხედარი კი მისი სახლიდან მოშორებულ რეგიონში, ისლამაბადიდან 350 კილომეტრში იპოვეს.