გერმანიაში სასტუმრო ჩამოინგრა – ორი ადამიანი დაიღუპა, რვა ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი

და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში სას­ტუმ­როს ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, რვა ადა­მი­ა­ნი კი ნან­გრე­ვებ­შია მო­ყო­ლი­ლი. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კა­ცი და ქალი არი­ან.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფრან­კფურ­ტი­დან და­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 110 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, კრო­ევ­ში, ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ ქა­ლაქ­ში, სას­ტუმ­რო Reichsschenke Zum Ritter Götz-ის ნა­წი­ლი სამ­შა­ბათს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე ჩა­მო­ინ­გრა. შე­ნო­ბა­ში მყო­ფი 14 ადა­მი­ა­ნი­დან ხუთ­მა უვ­ნებ­ლად გა­მოს­ვლა მო­ა­ხერ­ხა. რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო dpa იუ­წყე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ორი ქალი, ერთი მა­მა­კა­ცი და 2 წლის ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნეს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”