სისხლიანი გარჩევა ცხინვალის კრიმინალურ ანკლავში

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში დიდ კრი­მი­ნა­ლურ სკან­დალ­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ყო­ფი­ლი “პრე­ზი­დენ­ტე­ბის” კლა­ნის წევ­რებს შო­რის მოხ­და, ტე­ლეგ­რამ-გან­ხილ­ვე­ბი არ ცხრე­ბა. გა­სულ თვეს, დღი­სით-მზი­სით, ორი დიდი გავ­ლე­ნი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ერთ-ერთი სკო­ლის წინ, ხალ­ხით სავ­სე ქუ­ჩა­ზე ერ­თმა­ნეთს ია­რა­ღით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. დაჭ­რი­ლი ორი ძმა კა­ბი­სო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდა და დე ფაქ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­საც არ აპი­რებ­და. რო­გორც ცხინ­ვალ­ში ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მხა­რეს “პრე­ზი­დენ­ტის” ძმა, ალიკ გაგ­ლო­ე­ვი იყო, რაც საქ­მე­ზე ძი­ე­ბას ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს. ამ სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვი­დან მხო­ლოდ 2 კვი­რის შემ­დეგ გა­და­წყდა ფორ­მა­ლუ­რად საქ­მის აღ­ძვრა, ისიც იმი­ტომ, რომ ცხინ­ვალ­ში ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ და­ცხრა და თან დაჭ­რილ ძმებ­საც ჰყავთ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი. ისი­ნი ყო­ფი­ლი “პრე­ზი­დენ­ტის”, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი და ძვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ალიკ გაგ­ლო­ევ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი კლა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა აქვთ.

ცხინ­ვალ­ში ამ ამ­ბის დე­ტა­ლე­ბი ყვე­ლამ იცის – რო­დის და სად და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა, შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და გარ­ჩე­ვა მე­ო­რე დღეს სკო­ლის წინ და რო­გორ დამ­თავ­რდა ორი ძმის ჩა­ცხრილ­ვით. ასე­ვე ყვე­ლამ იცის, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის გვა­რე­ბიც, ნას­რო­ლი ტყვი­ე­ბის ჰილ­ზე­ბი რო­გორ აკ­რი­ფა ას­ფალ­ტი­დან “პრე­ზი­დენ­ტის” კრი­მი­ნალ­მა ძმამ მშვი­დად და აუჩ­ქა­რებ­ლად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ განგსტე­რუ­ლი გარ­ჩე­ვის ად­გილ­ზე არ­სე­ბობს კა­მე­რე­ბიც, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც არა­ფე­რი იცის ცხინ­ვა­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ამი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბას თურ­მე არც სამ­ხი­ლე­ბი აქვს და არც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ჰყავს.

ვრცლად