არჩევნებამდე 3 თვით ადრე რამდენიმე შტატი გამორჩეული ყურადღების ცენტრშია

შეერთებული შტატების ორივე წამყვანი პარტიის საპრეზიდენტო კამპანიების ყურადღების ცენტრში რამდენიმე საკვანძო შტატი იქნება. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს შტატები დიდი ალბათობით დიდ როლს ითამაშებენ საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენაში.
მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა, ის იმავე დღეს წარუდგინა ამომრჩეველს პენსილვანიის შტატში გამართულ საჯარო შეხვედრაზე. ოთხშაბათს მათ გეზი უისკონსინისა და მიჩიგანისკენ აიღეს. ამის შემდეგ, ჰარისი და უოლცი არიზონაში და ნევადაში ჩავლენ.
6 აგვისტოს, პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებს რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსიც შეხვდა. დღეს ის შეხვედრებს უისკონსინში და მიჩიგანში გამართავს. კვირის ბოლომდე ვენსი ჩრდილოეთ კაროლინასაც ესტუმრება, სადაც მისი ვიზიტი აქამდე შტორმის გამო ყოვნდებოდა.
ახლა, როცა ორივე წამყვანი პარტიის ნომინანტთა ვინაობა საბოლოოდ გარკვეულია, საპრეზიდენტო კამპანია შეერთებულ შტატებში გადამწყვეტ ეტაპზე გადადის.
დემოკრატი ამომრჩევლების ნაწილი ახლადწარდგენილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატით აღფრთოვანებულია. კამალა ჰარისმა უოლცს უწოდა ლიდერი, რომელიც მას “უფრო ბრწყინვალე მომავლის შექმნაში” და “ერის დაწინაურებაში” დაეხმარება.
60 წლის უოლცი პენსიაზე გასვლამდე მასწავლებელი და ეროვნული გვარდიის წევრი იყო. შემდეგ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და მინესოტის გუბერნატორად არჩევამდე, შეერთებული შტატების კონგრესში იმსახურა. მას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს მართვის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება აქვს.
“უოლცი ფენომენალური არჩევანია, რომელიც ამომრჩევლებს ენერგიას შემატებს შუადასავლეთში, იმ აუცილებლად მოსაგებ შტატებში, როგორიცაა უისკონსინი, მიჩიგანი და პენსილვანია”, – ამბობს “ამერიკის ხმასთან” დემოკრატთა სტრატეგი ჯული როგინსკი.
ჯენიფერ ლოლესი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი კი შენიშნავს, რომ დემოკრატებმა უნიკალური ლიბერალი იპოვეს, რომელიც დაიბადა ნებრასკაში, იარაღს ფლობს და სამხედრო გამოცდილება აქვს. ის “საკმაოდ უსაფრთხო არჩევანია, თანაც ნამდვილად არ არის მოსაწყენი” – უთხრა ლოლესმა “ამერიკის ხმას”.
რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტის, ს კამპანიამ მას კანდიდატად დასახელებამდეც კი “არაკომპეტენტური ლიბერალი” უწოდა. ”გასაკვირი არ არის, რომ სან-ფრანცისკოელი ლიბერალის, ს სურვილია, მისი თანამებრძოლი ტიმ უოლცი იყოს”, – განაცხადა ტრამპის კამპანიის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა. მისი თქმით, “უოლცი შეპყრობილია [იდეით], კალიფორნიის სახიფათო ლიბერალური დღის წესრიგი გაცილებით შორს, ფართო მასშტაბით გაავრცელოს”.

ასევე დაგაინტერესებთ