პრეზიდენტი – ოკუპაცია დავიწყებული არაა, ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! – საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს

ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს.
“აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი ს უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!
საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”, – წერს ზურაბიშვილი.