რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კურსკის ოლქში გრძელდება უკრაინული ფორმირებების განადგურება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ს კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურების ოპერაცია გრძელდება,“ ნათქვამია მასში.
სამინისტრო აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედროები მესაზღვრეებთან ერთად „განაგრძობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურებას კურსკის ოლქში, რომელიც უშუალოდ რუსეთ-უკრაინის საზღვარს ემიჯნება“.
სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოძრაობა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არ იქნა დაშვებული, განხორციელდა საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები.
„მისი [მოწინააღმდეგის] რეზერვები დამარცხებულ იქნა სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტებში ბასოვკაში, ჟურავკაში, იუნაკოვკაში, ბელოვოდიში, კიანიცაში, კორჩაკოვკაში, ნოვაია სეჩში, პავლოვკაში, გოროდიშჩეში,“ ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის სამხედროთა ვერსიით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 50 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის შვიდი ტანკი, რვა ჯავშანტრანსპორტიორი, სამი ქვეითთა ჯანვშანმანქანა, ორი საცეცხლე დანადგარი „ბუკ M1” და სხვ.
სამინისტრო ასევე ამბობს, რომ დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგი განიცადეს.
დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „ს რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.
რუსეთის ხელისუფლებამ კურსკის ოლქზე უკრაინის თავდაცვის ძალების მორიგი შეტევის შესახებ პირველად 6 აგვისტოს განაცხადა.
უკრაინის ხელისუფლება არ აკეთებს კომენტარს კურსკში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა