„ჰამასის“ ლიდერად იაჰია სინვარის არჩევა მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ პალესტინის საკითხს ახლა ირანი და „ჰამასი“ აკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ღაზაში ისრაელის მოქმედების გარეშე, ტერიტორია მთლიანად „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ იქნებოდა. იუდეასა და სამარიაში აბასისა და პალესტინის ადმინისტრაციის გადარჩენა, „ჰამასისა “ და „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელთაც მხარს ირანი უჭერს, ისრაელის ინტენსიური სამხედრო ოპერაციების შედეგად ხერხდება“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ, „ჰამასმა“ პოლიტიკური ბიუროს ახალ ხელმძღვანელად იაჰია სინვარი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.