გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია, ზოიძე ასპარეზობას გამოეთიშა

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა, ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.