95-მილიონიანი გარიგება – ხულიან ალვარესი კარიერას “სიტიდან” “ატლეტიკოში” გააგრძელებს

არგენტინელი შემტევი ხულიან ალვარესი “მანჩესტერ სიტიდან” კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “როხიბლანკო” “ქალაქელებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონს გადაუხდის და ეს თანხა ბონუსების ჩათვლით 95 მილიონ ევრომდე მიაღწევს.
ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის გადაბირებით “პარი სენ ჟერმენიც” ინტერესდებოდა, თუმცა პარიზულ კლუბს “მანჩესტერ სიტისთვის” ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.