პირდაპირი დიალოგი ქართულ მხარესთან და ურთიერთობების დალაგების უეცარი სურვილი. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მზარდი ეკონომიკური ინტერესის პარალელურად ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
კრემლის გზავნილი ამჯერად აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ გააჟღერა. ძირითადი მოთხოვნა ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა – ეს იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო აქტიურდება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი, ენგურის ხიდზე კი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართლებით ტვირთბრუნვა უნდა გაზარდოს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი