– იმისთვის, რომ მთავრობაზე ვისაუბროთ, არჩევნები უნდა მოვიგოთ – არათუ ვსაუბრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯერ რეჟიმი შევცვალოთ და შემდეგ ვისაუბროთ მთავრობაზე

არათუ ვსაუბრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯერ ეს რეჟიმი შევცვალოთ და შემდეგ ვისაუბროთ მთავრობაზე, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„იმისთვის, რომ მთავრობაზე ვისაუბროთ, არჩევნები უნდა მოვიგოთ. არათუ ვსაუბრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯერ რეჟიმი შევცვალოთ და შემდეგ ვისაუბროთ მთავრობაზე. ჯერ ადრეა მთავრობაზე საუბარი, ჯერ საქმე, ბრძოლა გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, მან -სგან დახმარების შეჩერებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნებას” არ აინტერესებს საქართველო მოქალაქე, მათ აინტერესებთ როგორ გაძარცვონ ხალხი.
„იცით, რომ 95 მილიონი დოლარის დახმარება შეჩერდა. 95 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნიშნავს იმას, რომ შეგვეძლო ყველა პენსიონერის სასესხო- საბანკო დავალიანება გაგვესტუმრებინა, საჯარო მოხელეების, პოლიციელების, თუნდაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის 20%-ით გაგვეზარდა ხელფასი.
“ქართული ოცნება” ამბობს, ჩვენ არ ვიცით, რაში იხარჯებოდა ფული. ეს არის დამოკიდებულება. მათ არ აინტერესებთ საქართველო მოქალაქე, მათ აინტერესებთ როგორ გაძარცვონ ხალხი, როგორ გამდიდრდნენ ხალხის ძარცვის ხარჯზე. თუ 26 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” არ შევცვლით, საქართველო სრულ იზოლაციაში იქნება. არ შემოვა ინვესტიცია, სიღარიბე იქნება, სამუშაო ადგილი არ იქნება და ათასობით ადამიანი დატოვებს ქვეყანას. ვისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე, გარდა ჩვენი მტრისა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები