მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი.
„ცენტრში კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტიც ფუნქციონირებს, რომელიც სტუდენტთა სწავლებას ახორციელებს.
უნივერსიტეტში, მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამასაც გაეცნო. სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემაა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს ირაკლი ნატროშვილს, პროფესორებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.