უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი ს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის (უმაღლესი რადას) ვებსაიტი და უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო ავრცელებენ.
ამგვარი შეთანხმება „ჟან მონეს დიალოგის” ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგად იქნა მიღწეული, რომელიც 10-12 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა ვრცელდება.
შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები „მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) ტარდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ და საომარი მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ იმ დროის ფარგლებში, რომელიც არჩევნების ჩატარების მოსამზადებლად არის საკმარისი (არა ნაკლებ 6 თვე საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ).”
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან მ, „ბატკივშინადან“ იულია ტიმოშენკომ, „ევროსოლიდარობის“ ფრაქციის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ, „გოლოსის“ ალექსანდრა უსტინოვამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებმა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ ეროვნულ არჩევნებს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივებისთვის და ისინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.
თუმცა ასევე ვიაზრებთ, რომ ომისა და მისი გავლენის შედეგად არჩევნების ჩატარება დაკავშირებული იქნება უნიკალურ გამოწვევებთან, რომლებიც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვენ მათი წარმატებულად მოგვარებისთვის“, -ნათქვამის შეხვედრის დასკვნებში.

ასევე დაგაინტერესებთ