რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ აბუბაქარ ხასლახანაუსთან დამარცხდა.
იმ შემთხვევაში, თუ ხასლახანაუ ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს შეინარჩუნებს.
ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან,
ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კობლიაშვილი შემეცოდა იმდენად დაჯაბნა მეტოქემ.ფაქტია,რომ რაც ფედერაციის ეს შემადგენლობა მოვიდა დიდი უკუსვლა გვაქვს.ოლიმპიური კვოტაც კი ვერ შევავსეთ და ნახევარი გუნდით ვასპარეზობთ.ამიტომ შედეგიც ანალოგიური იქნება.