ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,პრეზიდენტის გუშინდელი ნათქვამი კიდევ არ ამომდის გონებიდან.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიშას დროს ხომ საამრცხვინო ტელევიზია იყო და ბიძინას დროს კიდევ უფრო სამრცხვინო გამხადარა.
წამროდიგინეთ, ქვეყნის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს, ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეპატიჟება და ის არ მიდის… მერე ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემას სთავაზობს და ის უარს ამბობს (წერმოგიდგენიათ ტეელვიზია, რომელიც პრეზიდენტის ექსკლუზივზე უარს იტყვის?), მერე კიდევ მეორე პრესკონფერენციაზე ეპატიჟება და ისევ არ მიდიან.
ანუ ქვეყნის საზოგგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებს.
იმავეს აკეთებს „იმედი“ და „რ2“. პრეზიდენტმა გუშინ თქვა, კარგი ისინი კერძო მაუწყებელები არინაო, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე, კერძო მედიასაც მოეთხოვება მინიმალური სტანდარტების დაცვა და მათი საქციელიც სამრცხვინოა, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად მეტი პრეტენზია საზოგადოებრივ მაუწყებელთან უნდა გვქონდეს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და ერთ პარტიას, უფრო ზუსტად, ერთი კაცის ახირებებს ემსახურება – უარს ამბობს პრეზიდენტთან მისვალზე, რადგან ის ერთი კაცი და პარტია მას პრეზიდენტად არ აღაირებს.
ასეთი სამარცხვინო საქციელი მართლა დიდი ხანია არ მინახავს. :(”