ყველაზე დიდი, 7600 მგზავრზე გათვლილი, საკრუიზო გემი მაიამიდან 2 თვეში დაიძვრება

ფინურმა გემთმშენებელმა Meyer Turku-მ მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი Icon of the Seas (ზღვის იკონა) დამკვეთ კომპანია Royal Caribbean International-ს გადასცა. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი. საკრუიზო გემის მიღების ცერემონიალს 1200-ზე მეტი გემთმშენებელი და ეკიპაჟის წევრი დაესწრო.
Icon of the Seas კრუიზირებას მაიამიდან 2024 წლის იანვრის ბოლოს დაიძვრება.
საკრუიზო გემი Icon of the Seas თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) იკვებება და მისი მთლიანი ტონაჟი 250,800 ტონაა. გემი აღჭურვილია ექვსი Wärtsilä ძრავით, რომელთა საერთო სიმძლავრე 67,500 კვტ-ია. ძრავებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც LNG, ასევე ტრადიციულ საწვავზე. გემი ასევე იძლევა სხვა შესაძლებლობებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებისთვის. გემის ეკიპაჟი 2350 კაცია, ტევადობაა 5610-დან 7600 მგზავრამდე.
Icon of the Seas-ს აქვს 20 გემბანი 7 აუზით და 6 წყლის სასრიალო. კომპანია ამტკიცებს, რომ გემს აქვს ყველაზე მაღალი – 17-მეტრიანი ჩანჩქერი, ყველაზე მაღალი წყლის სლაიდი, უდიდესი აკვაპარკი.