2024 წელს გლობალური ეკონომიკა შენელდება – OECD

გლობალური ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს ოდნავ შენელდება. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) განცხადებით, ვალის მაღალი დონისა და საპროცენტო განაკვეთების გაურკვევლობის მიუხედავად, მძიმე ვარდნის რისკი შემცირდა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს, გლობალური ზრდა ზომიერად, 2.7%-მდე შემცირდება 2023 წლის 2.9%-დან. რაც შეეხება 2025 წელს ზრდა 3.0%-მდე იქნება.
უახლეს ეკონომიკურ მიმოხილვაში OECD ამბობს, რომ მოწინავე ეკონომიკების (რომლებიც OECD-ის 38 წევრ ქვეყანას მოიცავს) ზრდის შენელება უფრო რბილი იქნება, მათ შორის -ის.
ორგანიზაციის პროგნოზით, აშშ-ის წლევანდელი 2.4%-იანი ზრდა მომავალ წელს 1.5%-მდე შენელდება. ამავდროულად, კვლავ რჩება რეცესიის რისკი სუსტი საბინაო ბაზრების, ნავთობის მაღალი ფასების და ნელი დაკრედიტების გათვალისწინებით.
OECD ელის რომ შენელდება ჩინეთის ეკონომიკაც, რადგან ქვეყანა კვლავ ებრძვის უძრავი ქონების სექტორის ჩამოშლას, ხოლო მომხმარებლები უფრო მეტს ზოგავენ დიდი გაურკვევლობის პირობებში. ჩინეთის ზრდა წლევანდელი 5.2%-დან მომავალ წელს 4.7%-მდე შემცირდება.
ევროზონაში წელს 0,6%-იანი ზრდა აღინიშნა. მოსალოდნელია რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი 0,9%, ხოლო 2025 წელს 1,1% იქნება. ზრდის ძირითადი მიზეზი ევროზონის უდიდესი ეკონომიკას – გერმანიას უკავშირდება რომელიც წელს რეცესიიდან გამოვიდა.
მიუხედავად ამისა, OECD აღნიშნავს, რომ ევროზონაში საბანკო დაფინანსების მაღალი დონის გამო, საპროცენტო განაკვეთების ზრდის სრული გავლენა ჯერ გაურკვეველია და შესაძლოა, მომავალში უფრო მეტად იმოქმედოს ზრდაზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
bp.ge