“ლაიფციგმა” ოლმოს შემცვლელი საფრანგეთში მოძებნა

“ლაიფციგის” ნახევარმცველი დანი ოლმო მალე “ბარსელონაში” გადავა და ამიტომ გერმანული კლუბი მის შემცვლელს ეძებს.
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ “ლაიფციგი” 20 წლის რაიან შერკით დაინტერესდა და მის კლუბთან, “ლიონთან” დაიწყო მოლაპარაკება.
შერკის “ლიონთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ წელს პსჟ-ს 20 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა.
Тransfermarkt-ის მიხედვით, შერკის ფასი 25 მილიონია.