ევროპის მსგავსად, უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება

„უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა სამჯერ აღემატება შობადობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გენოფონდი ფაქტობრივად განადგურებულია, ამის შევსება მხოლოდ იმიგრანტებით არის შესაძლებელი და სწორედ ამისთვის არის განწირული ,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, თუ რა შედეგი მოუტანა საიმიგრაციო პოლიტიკამ ევროპას, ამას თვალნათლივ ვხედავთ.
თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ევროპის მსგავსად, უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება.
„ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს დემოგრაფიული პრობლემები. ამის „მოგვარება” მარტივად გადაწყვიტეს და მოსახლეობა იმიგრანტების ხარჯზე შეავსეს. ანუ, „მეორადი ქვეყნების“ მოსახლეობა, სადაც მაღალი შობადობაა, დაბალი შობადობის განვითარებულ ქვეყნებში შეუშვეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შედეგად მიიღეს ის, რომ ევროპელ ხალხს არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს იმიგრანტები უწყვეტენ. ეს არის გარედან მართული პოლიტიკა იმიგრაციული პოლიტიკის საშუალებით.
უკრაინის მართვის სადავეები უკვე სხვის ხელშია. ჯერ ომის შედეგად განადგურებული გენოფონდი და ახლო მომავალში უკვე იმიგრაციისთვის განწირული ქვეყანა. ეს არის ლიბერალების მართვის მეთოდები. ისე მოგუდავენ სახელმწიფოს ფერადი, ბრჭყვიალა პოლიტიკით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აზრზე ვერ მოდის. როდესაც ამას ხვდებიან, უკვე გვიანია.
სწორედ ამისთვის ჰყავდათ განწირული საქართველოც, მაგრამ გონივრული და პრინციპული პოლიტიკის შედეგად გადავრჩით. შემოტევები მცირე დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ეტყვით ქართველი ხალხი „არას“ და ეს იქნება მალე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”. – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია