„ბევრი მცდელობა შეიძლებოდა“ – პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. კრასიკოვი პატიმართა გაცვლის საერთაშორისო პროცესის ფარგლებში დააბრუნეს რუსეთში. შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხის ოფიციალური კომენტარის გარეშე დატოვებას.
„ეს მგონი ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში, ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ასეთ საკითხზე, სწორედ, მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ, რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს, სხვადასხვა უწყებებს შორის… ბევრი რამ შეიძლებოდა, ბევრი მცდელობა შეიძლებოდა, მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
1 აგვისტოს რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრები გაცვალეს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ცივი ომის დასრულების შემდეგ. გაცვლაში მონაწილეობდნენ სრულიად სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც ცოტა ან საერთოდ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ მათი ბედის შესახებ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დიპლომატიური ძალისხმევა დახურულ კარს მიღმა.
პატიმრების საერთაშორისო გაცვლისას გერმანიამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა