“ჩვენი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე გასვლაა და მნიშვნელობა არ აქვს…” – შევჩენკომ საქართველოს ნაკრების მეტოქის გეგმებზე ისაუბრა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა და ნაკრების სამომავლო მიზნებზე ესაუბრა.
ყოფილმა ფორვარდმა ეროვნული გუნდის მოქმედ მწვრთნელ სერგეი რებროვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე გასვლაა.
ინფორმაციისთვის, ერთა ლიგის B ჯგუფში ჩვენი მეტოქეა და საქართველოს გარდა, ალბანეთთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.
“მინდა, პირადად ჩემგან და ასოციაციის მხრიდან მწვრთნელსა და მის სტაფს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩავატარეთ სანაკრებო კომიტეტის სხდომა, განვიხილეთ ბევრი საკითხი და ვიცით, სად მივდივართ. არის შეცდომები და ჩვენ განვიხილეთ, რა
უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ მას თავი ავარიდოთ. მთავარია სწორი რეაგირება.
ბევრი კარგი სამუშაო გაკეთდა. ეროვნული ნაკრებისთვის და ასოციაციისთვის მინდა განვსაზღვრო შემდეგი მიზნები. სექტემბერში ვიწყებთ ახალ ორწლიან ციკლს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა ან შესარჩევი ტურნირის მეშვეობით, ან ერთა ლიგის მეშვეობით. მთავარი იქ მოხვედრაა”, – განაცხადა შევჩენკომ.
2008ში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი კი არა ნორმალურად ჭამის სურვილიც არ მქონდა იმ დღეებში ესენი კიდე ჩემპიონატსაც კი არ აჩერებენ მიუხედავად იმისა რამდენჯერ მატჩი განგაშის გამო შეწყდა თქვენი არ ვიცი მარა მე ეს არ მესმის საავადმყოფოებისკენ დამიზნულს ვერაფერს უხერხებენ და სტადიონზე მიტუმეტეს ხო უფრო მეტი რისკია არა აბა რატო მარტავენ მაშინ უკრაინული კლუბები ევრო თასების მატჩებს პოლონეთში ? და ეროვნული ჩემპიონატის მატჩი საშიში არ არის?