Geo Team: ბათუმის “დინამო” მამუჩაშვილმაც დატოვა

Geo Team-ის ინფორმაციით, ს “დინამოს” რიგები გუნდის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება ახალი გუნდიდან არ აქვს, თუმცა რამდენიმე დღე დაისვენებს და სასურველ ვარიანტს დაელოდება.
მამუჩაშვილი “დინამოს” ფორმას 6 წლის განმავლობაში ირგებდა და ის გუნდს 2018 წელს “საბურთალოდან” შეუერთდა. 222 მატჩი, 52 გოლი, 25 საგოლე პასი – ეს მისი მონაგარია. შეხსენებისთვის, “დინამო” ახლახან პაატა ღუდუშაურმაც დატოვა, რომელიც კარიერას ს “ბნეი-სახნინში” გააგრძელებს.