პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა, რუსეთის ციხეში მშრალი შიმშილობით გარდაიცვალა

რუსეთში, ქალაქ ბირობიჯანის საპატიმრო იზოლატორში გარდაიცვალა პაველ კუშნერი, პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა. ის 39 წლის იყო.
კუშნერის ახლობლების ინფორმაციით, პიანისტის გარდაცვალების მიზეზი პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გახდა.
მუსიკოსი რუსმა სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ქმედებების საჯარო მოწოდების მუხლით აღიძრა.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, კუშნერი მართავდა არხს youtube-ზე სახელად “უცხოეთის აგენტი მალდერი” (“Иноагент Малдер“), სადაც პოეტური ფორმებით აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებასა და სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არხს სულ 5 გამომწერი ჰყავდა.
პიანისტი ბირობიჯანის კონსერვატორიაში მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო