სამი უნივერსიტეტი, სადაც პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს – ნიკო მანაგაძე

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” თქვა:

“პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციისას შევიტყვეთ, რომ თსუ-ის ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტებმა პრეზიდენტს უარი უთხრეს.

ადმინისტრაცია, მიმართა ოფიციალური წერილით, რომ ამ უნივერსიტეტებში ჩაეტარებინა სტუდენტებთან საჯარო ლექცია და ადმინისტრაციას ოფიციალურად ამ უნივერსიტეტებიდან, ქვეყნის ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, უთხრეს უარი, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონოდა შესაძლებლობა სტუდენტებთან შეხვედრის, საჯარო ლექციის გამართვის”.

 

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)