ედვარდ ბერგერის „კონკლავი“ ეკრანებზე ნოემბერში გამოვა (video)

რეჟისორ ედვარდ ბერგერის ფილმი „კონკლავი“ ეკრანებზე ნოემბერში გამოვა. 

მასში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი – ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. იგი ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს, რომელიც სხვა კარდინალებთან ერთად „სიქსტის კაპელაშია“ იზოლირებული პაპის ფარული ს ჩასატარებლად.

ფილმი „კონკლავი“ რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. რომანის ადაპტირება ეკრანიზაციისთვის პიტერ სტროგანს ეკუთვნის, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტი და BAFTA-ს მფლობელია „Tinker Tailor Soldier Spy“-სთვის (2011).

ასევე დაგაინტერესებთ