“გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი… ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ” | ხაბეიშვილი

“გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი… ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე წერს და აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.
გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს. ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები. ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს…, – წერს ხაბეიშვილი.