პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ერთი თვის წინ მიღებული დოკუმენტი კიდევ უფრო მკაცრდება. შესწორებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. ის ახალგაზრდები, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავიდან ვეღარ აიცილებენ. სასულიერო პირის სტატუსი კი ინდულგენცია აღარ იქნება, ანუ საჭირო საბუთის წარდგენა თავდაცვის სამინისტროში რელევანტურად მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩაითვლება.