ენტონი ბლინკენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, ედმუნდო გონსალესისა და მარია კორინა მაჩადოს უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოთქვა და გონსალესს არჩევნებში „ყველაზე მეტი ხმის მიღება“ მიულოცა.
ხუთშაბათს, ენტონი ბლინკენმა ედმუნდო გონსალესი ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა