პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვნენ.
მოგება: ლიპარტელიანი, ბექაური, სულამანიძე
მარცხი: შავდათუაშვილი (2-ჯერ), ასკილაშვილი, სომხიშვილი
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (91კგ) ილია სულამანიძე.
