“კვარაცხელიას “ნაპოლიდან” წასვლა რომ სდომებოდა…” – “პარტენოპეის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

“ნაპოლის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ Sky Italia-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხვიჩა და “ნაპოლი” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
“როცა “ნაპოლიში” ვმუშაობდი, ოსიმენის თაობაზე ერთ-ერთი ევროპული კლუბისგან დიდებული შეთავაზება მივიღეთ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მისი დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ.
დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან “ნაპოლის” ეკონომიკური წინსვლისთვის ასე იყო საჭირო. რაც შეეხება “კვარას”, როგორც მე ვიცი, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჭორები რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა, არ მჯერა.
ხვიჩას რომ წასვლა გადაეწყვიტა, ასეც მოიქცეოდა. მწამს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა”, – განაცხადა მელუსომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში