“რინერს აუცილებლად დავამარცხებდი, რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ…” – ინალ ტასოევი

რუსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერის (+100 კგ) გამარჯვებას გამოეხმაურა.
ტასოევის თქმით, მას სჯერა, რომ თუ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებდა, რინერს აუცილებლად დაამარცხებდა.
“მას აუცილებლად დავამარცხებდი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არ ვმონაწილეობ და სათქმელად მარტივია. ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. რუსებს რომ ძიუდოს ტურნირზე მონაწილეობა მიეღოთ, სრულიად განსხვავებული შედეგი დადგებოდა”, – განაცხადა ტასოევმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტასოევი სიის მიღმა დატოვა.
ცნობისთვის, რინერი ოლიმპიადის გამარჯვებული მეოთხედ გახდა.