ევროკავშირი შეამოწმებს ეწინააღმდეგება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რუსებისა და ბელარუსებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით უნგრეთის გადაწყვეტილება

ევროკავშირი შეამოწმებს ეწინააღმდეგება თუ არა ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რუსებისა და ბელარუსებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით უნგრეთის გადაწყვეტილება.
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა უნგრეთი გააფრთხილა, რომ მისი გადაწყვეტილება შეესუსტებინა სავიზო შეზღუდვები რუსებისა და ბელარუსებისთვის წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. იოჰანსონმა უნგრეთის ხელისუფლებას თავისი პოზიციის განმარტებისთვის ვადა 19 აგვისტომდე მისცა და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის რისკების წარმოშობის შემთხვევაში ოფიციალურ ბუდაპეშტს საჭირო ზომების მიღებით დაემუქრა.
„რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მეტად ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა ნაკლებად. პოტენციური რუსი ჯაშუშებისა და დივერსანტების ევროკავშირში მარტივი წვდომის მინიჭება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა იქნებოდა.
რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ შორსმიმავალი შედეგები აქვს და წარმოადგენს სეროზულ საფრთხეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიერ მიღებულმა სანქციებმა რუსულ ეკონომიკას არსებითი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან რუსეთი იყენებს საკმაოდ არატრადიციულ ინსტრუმენტებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების დესტაბილიზაციისთვის“,- განაცხადა ევროკომისარმა.
ივლისში, უნგრეთმა გაამარტივა რუსებისა და ბელარუსების ლეგალიზაცია ქვეყანაში და ჩართო ისინი „ეროვნული ბარათის“ პროგრამაში დასაქმებულთა და მათი ოჯახებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“