რუსებმა ხერსონი დაბომბეს | არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო ავრცელებს.
თავდაპირველად ხერსონის დაბომბვის შედეგად ინფორმაცია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა: “რუსულმა არმიამ სოფელ სადოვოიეში ქალი მოკლა, ნახევარი საათის წინ მტერმა სოფელი არტილერიით დაბომბა”, – თქვა მან.
მოგვიანებით კი კიდევ ორი ადამიანის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რომან მროჩკომ გაავრცელა და თქვა: “სადოვოეს დაბომბვისას 1970 და 1956 წლებში დაბადებულმა მამაკაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს”.