პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, ტედის პრივოკაციას გურამმაც აღელვენით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა.
გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.
სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
ამ დროისთვის საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი
გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ჩვენი კომენტატორი თბილისიდან უყვიროდა- ეგ ჩავლება უნდა გააშვებინოსო და იქ რომც არავის დაეძახა, გურამის გამოცდილების მქონე მოჭიდავეს რად უნდა იმის ახსნა, რომ სანამ იმ ჩავლებას არ გააშვებინებდა, არც უნდა შეკვროდა და მითუმეტეს, არც უნდა ჩაყოლოდა… რავი, ეტყობა, გვერდიდან უკეთესად ჩანს ეს ოხერი ესა…