2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 350 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ბანკების მოგება 7%-ით, ანუ 22.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ბანკების 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საკურსო სხვაობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემდეგმა ბანკებმა მიიღეს:
საქართველოს ბანკი – 167 მილიონი ლარი;
თიბისი ბანკი – 150 მლნ ლარი;
ბაზის ბანკი – 8 მლნ ლარი;
პაშა ბანკი – 7 მლნ ლარი.
ქართუ ბანკი – 4 მლნ ლარი.
ცნობისთვის, საბანკო სექტორმა მიმდინარე წლის 6 თვე 1.467 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის ამავე პერიოდში წმინდა მოგება 1.25 მლრდ ლარი იყო.